"ევროპის უნივერსიტეტში” ბულგარეთის “სოფიას მედიცინის უნივერსიტეტის” პროფესორებმა ლექცია ჩაატარეს

17-22 ივლისს „ევროპის უნივერსიტეტს“ ბულგარეთის „სოფიას მედიცინის უნივერსიტეტის“ და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები ოლგა ანტონოვა და დრაგომირა ნიკოლოვა, ეწვივნენ.

მოწვეულმა პროფესორებმა სპეციალურად მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის გენეტიკის მიმართულებით ლექცია/სემინარები ჩაატარეს.

ექვსი დღის განმავლობაში სპეციალისტების ხელმძღვანელობით სტუდენტებს ჰქონდათ სხვადასხვა სახის პრაქტიკული სამუშაოები, რომლითაც უფრო გაიღრმავეს ცოდნა გენეტიკაში და მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება.

“ევროპის უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, “სოფიას მედიცინის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობას აგრძელებს და მსგავსი ვიზიტები მომავალშიც განხორციელდება.

გააზიარე გვერდი: