"ევროპის უნივერსიტეტი" დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს

შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა.

მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 50

მობილობა გამოცხადებულია I, II, III, IV  და V  სასწავლო სემესტრებზე.

რიგგარეშე მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისთვის საბუთების  მიღება  იწარმოებს 2023 წლის  24 ივლისიდან - 2023 წლის 2 აგვისტოს  ჩათვლით;

სტუდენტთა კრედიტების აღიარება მოხდება 2023 წლის 25 ივლისიდან 2023 წლის 2 აგვისტოს  ჩათვლით;

მობილობის მსურველმა კანდიდატმა „ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართოს  განცხადებით და  წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მისამართზე: დავით სარაჯიშვილის ქუჩა №17, მე-4 სართული, ოთახი №410.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი (შესვენება 14:00 - 15:00 საათი).

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს ბრძანების ასლი;

შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

სტუდენტები აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ 2023 წლის 25 ივლისიდან  2 აგვისტოს  ჩათვლით.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

"ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური: 4500 ლარი.

გარე მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ:

032 2 000171 (გთხოვთ აკრიფოთ შიდა ნომერი 226);

Info@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!