"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ზეფატის აკადემიურ კოლეჯს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ზეფატის აკადემიურ კოლეჯს" (ისრაელი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ "ზეფატის აკადემიური კოლეჯი" ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ისრაელში.

"ზეფატის აკადემიურ კოლეჯში" უმაღლეს განათლებას ყოველწლიურად დაახლოებით 3000 სტუდენტი იღებს.

"ზეფატის აკადემიურ კოლეჯი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" ისრაელში რიგით მეორე პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!