"ევროპის უნივერსიტეტში" "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2023" გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით  "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2023 გაიმართა“,  რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისათვის სხვადასხვა თემებზე სამუშაო შეხვედრები და ვორქშოპები დაიგეგმა და განხორციელდა.

კვირეულის მიზანი სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა იყო.

სამუშაო შეხვედრებსა  და ვორქშოპებს "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური და მოწვეული პერსონალი უძღვებოდა.

კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!