"ევროპის უნივერსიტეტს" თურქეთის "ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტის" პროფესორები ეწვივნენ

"ევროპის უნივერსიტეტს" თურქეთის "ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტისსტომატოლოგიის ფაკულტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჰატიჯე ბალჯი იუჯე და ასისტენტ პროფესორი გოზდე იშიქერ ქარა ეწვივნენ.

თურქმა სპეციალისტებმა, 10 დღის განმავლობაში "ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის შესავალ კურსში ლექციებდა პრაქტიკულ მეცადინეობები ჩაატარეს.

ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ სიმულაციურ კაბინეტში თურქი სპეციალისტების ხელმძღვანელობით და მათთან ერთად განეხილათ კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები.

"ტოკატ გაზიოსმანპაზას უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი ასევე შეხვდა სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელს და პაროდონტოლოგიის სწავლების განვითარების კუთხით  სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

"ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრძელებს "ტოკატ გაზიოსმანპაზას უნივერსიტეტთან’’ თანამშრომლობას და მსგავსი ვიზიტები მომავალშიც განხორციელდება.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!