"ევროპის უნივერსიტეტს" და "მინას გერაისის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "მინას გერაისის უნივერსიტეტს" (ბრაზილია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ "მინას გერაისის უნივერსიტეტი" 1927 წელს დაარსდა და ბრაზილიაში ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. UFMG სტუდენტებს 91 საბაკალავრო და 90 სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, ასევე, ფლობს 800-ზე მეტ კვლევით ცენტრს.

"მინას გერაისის უნივერსიტეტი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" ბრაზილიაში რიგით მეორე პარტნიორია.

გააზიარე გვერდი: