"დაუგავპილსის უნივერსიტეტის" დელეგაცია "ევროპის უნივერსიტეტს" ეწვია
12-16 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტს“ "დაუგავპილსის უნივერსიტეტის" (ლატვია) დელეგაცია ესტუმრა. პროფესორების გარდა, რომლებიც სტუდენტებისა და კოლეგებისთვის ლექციებს უძღვებოდნენ, წარმოდგენილი იყვნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, „დაუვგავპილსის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, იანის კუდინსი და მეცნიერებათა დეპარტამენტის კოორდინატორი, ზაიგა ვიტოლა.
ვიზიტის ფარგლებში, "დაუგავპილსის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციის წევრები "ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებს, კერძოდ, კი ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თათია დოლიძეს, სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი მუნჯიშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერებს შეხვდნენ.
სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებული კავშირების გაღრმავებას და თანამშრომლობის არეალის გაფართოებას. განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები როგორც პროექტული კოლაბორაციების, ისე ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას შორის ექსტრაკურიკულური აქტივობების დაგეგმვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ "დაუგავპილსის უნივერსიტეტის" დელეგაციის ვიზიტი "ევროპის უნივერსიტეტს" ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ორივე დაწესებულება მჭიდროდ თანამშრომლობს ამ პროგრამის მეშვეობით, ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, აძლიერებს კვლევით საქმიანობას და ახალისებს ინტერკულტურული სწავლების პრაქტიკას.