ლატვიელმა პროფესორმა ლუდმილა ალექსეევამ "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

„ევროპის უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით „დაუგავპილსის უნივერსიტეტის“ (ლატვია) ეკონომიკის პროგრამის პროფესორი ლუდმილა ალექსეევა იმყოფებოდა.

12 ივნისს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში პროფესორმა ლუდმილა ალექსეევმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე: „ლატვიასა და ევროკავშირში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები“ წაიკითხა.

ლექციის მიმდინარეობისას პროფესორმა ლუდმილა ალექსეევამ ლატვიასა და ევროკავშირში უახლესი ეკონომიკური ტენდენციები და დინამიკა მიმოიხილა, რამაც აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. "ევროპის უნივერსიტეტის" სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.

ლექციის დასასრულს ყველა მონაწილე დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

"ევროპის უნივერსიტეტი" ინარჩუნებს მჭიდრო პარტნიორობას „დაუგავპილსის უნივერსიტეტთან“. მემორანდუმსა და ერაზმუს+ შეთანხმებაზე დაფუძნებული თანამშრომლობა იძლევა საშუალებას უნივერსიტეტებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკები, ხელი შეუწყონ სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას და აკადემიური კავშირების გაღრმავებას.

გააზიარე გვერდი: