სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

20 ივნისს "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-9 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარება იყო.

კონფერენციაზე ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები წარდგნენ. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. გაიმართა საინტერესო დისკუსია.

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატებთან ერთად სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა „ევროპის უნივერსიტეტისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებაა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!