"ევროპის უნივერსიტეტს" და "პაულისტას უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "პაულისტას უნივერსიტეტს" (ბრაზილია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ "პაულისტას უნივერსიტეტი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია ბრაზილიაში. "პაულისტას უნივერსიტეტი" ფლობს 27 კამპუსს, რომელიც 65 კორპუსს, 339 ლაბორატორიას და 90 კლინიკას მოიცავს.

"პაულისტას უნივერსიტეტი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" ბრაზილიაში რიგით პირველი პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!