"ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვირეული დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტში“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს.

19-23 ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები "ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით გაიმართება.

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, სამეცნიერო ნაშრომის და სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადების ეტაპების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.

შეხვედრები ჩატარდება როგორც უნივერსიტეტის კამპუსში, ასევე ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით).

დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში:

სასურველ ვორქშოპზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტის მეილით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

ყველა სტუდენტს, ვინც დაესწრება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ვორქშოპებს, გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: science.center@eu.edu.ge-ზე.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!