"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტს თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვევიან

19-30 ივნისს "ევროპის უნივერსიტეტს“ თურქეთის "ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჰატიჯე ბალჯი იუჯე და ასისტენტ პროფესორი გოზდე იშიქერ ქარა ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში თურქი სპეციალისტები "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის შესავალ კურსში ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს წარუძღვებიან. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ 10 დღის განმავლობაში იმუშაონ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ  სიმულაციურ კაბინეტებში თურქი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიღრმაონ ცოდნა პაროდონტოლოგიაში.

"ტოკატ გაზიოსმანპაზას უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი ასევე შეხვდება სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელს და პაროდონტოლოგიის სწავლების განვითარების კუთხით დადგეგმილ სამუშაო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთის უნივერსიტეტიდან პროფესორების ვიზიტი მნიშვნელოვანია "ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!