„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 26 ივნისიდან  7 ივლისის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) GPA > 2.5.

ბ) სწავლის საფეხური - დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი .

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge , 2023 წლის 20 ივნისის 22:00 საათამდე.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.

სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 22 ივნისს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 23 ივნისს.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

გააზიარე გვერდი:

Hello World!