"ევროპის უნივერსიტეტმა" ”სტუდენტურ ფესტივალ 2023”-ში მიიღო მონაწილეობა

"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ”სტუდენტურ ფესტივალ 2023”-ში მიიღო მონაწილეობა.

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ხურცილავა.

ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

გამარჯვებული ანსამბლი ფულადი პრიზით დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდება, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!