სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი თემაზე: „მიგრაციის მაჩვენებლები საქართველოსთვის“ გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „მიგრაციის მაჩვენებლები საქართველოსთვის“.
კონკურსის ეტაპები:
ნაშრომების მიღება: 15 ივნისი - 15 ივლისი;
გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი - 31 ივლისი.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  სტუდენტებს;
  • ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • საკონკურსო ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, კურსი და სპეციალობა;
  • ნაშრომები უნდა გადმოიგზავნოს არაუგვიანეს 15 ივლისის 18:00 საათამდე;
  • საკონკურსო ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@eugb.ge, სახელწოდებით „ანალიტიკური ესეების კონკურსი მიგრაციის თემაზე“;

პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან;
შეფასების კრიტერიუმები:
1) თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება (10 ქულა);
2) ნაშრომის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი (10 ქულა);
3) კვლევის შინაარსი: ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი და არგუმენტირება(10 ქულა);
4) ენობრივი გამართულობა (10 ქულა);
5) გამოყენებული ლიტერატურის სიახლე, ხარისხი და მრავალფეროვნება (10 ქულა).

ანალიტიკური ესეს გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა: A4;
  • შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen);
  • შრიფტის ზომა: 12;
  • ინტერვალი: 1,15
  • სიტყვების რაოდენობა 500-დან 1000 სიტყვამდე.

 
წარმოდგენილ ანალიტიკურ ესეებს შეაფასებს ფაკულტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია.

კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი ჩაერთვება ფაკულტეტზე მიმდინარე ანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.
 
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:

596 171 171

info@eugb.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!