პროფესორი დავით ჭყონია „ევროპის უნივერსიტეტის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

დავით ჭყონია „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ამავდროულად პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ის ასევე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფტიზიო-პულმონოლოგი, დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, „ავერსის“ კლინიკის პულმონოლოგი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის, ინტერვენციული პულმონოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და „ჰელსიკორის“ ინტერვენციული პულმონოლოგიის განყოფილების უფროსია.

1978-1984 წლებში სწავლობდა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, ამავე უნივერსიტეტში 1985 წელს მიიღო თერაპევტის კვალიფიკაცია, ხოლო 2020 წელს კი მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

დავით ჭყონია საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის, ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის (EABIP), ასევე, მსოფლიოს ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა ასოციაციის(WABIP) და საქართველოს ენდსკოპისტთა ასოციაციის წევრია.

დავით ჭყონია მონაწილის, ფასილიტატორის თუ ორგანიზატორის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა, სემინარებსა  და სამეცნიერო აქტივობებში, როგორებიცაა: 

  • 2022- ტრენინგი „ენდოსკოპიის მოდულები“ - ორგანიზატორი 
  • 2020 და 2021 წლები - ბროქნოსკოპიის პროგრამა - ფასილიტატორი 
  • 2020 - XXI პოლიპროფული სამედიცინო კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ - მონაწილე
  • 2019 - ევროპის ბროქნოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა V კონგრესი დუბროვნიკში, ხორვატია - მონაწილე
  • 2017 - XIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები" - მომხსენებელი
  • 2013 - ევროპის ბრონქიოლოგთა და ინტერვენციულ პულმინოლოგთა II კონგრესი იზმირში, თურქეთი - მომხსენებელი
  • 2011- ევროპის ბრონქიოლოგთა და ინტერვენციულ პულმინოლოგთა კონგრესი მარსელში, საფრანგეთი - მონაწილე
  • 2012 - საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის I კონგრესი - მომხსენებელი
  • 2010 - საქართველოს რესპირატორთა ასოციასიის II კონგრესი - მომხსენებელი
  • 1990 - I ნაციონალური კონგრესი პულმონოლოგიაში - მონაწილე

ქართულ თუ უცხოურ ჟურნალებში მისი არაერთი ნაშრომი, სამეცნიერო კვლევა და სტატიაა გამოქვეყნებული.

გააზიარე გვერდი:

Hello World!