"ევროპის უნივერსიტეტს" და "ხმელთაშუა ზღვის მენეჯმენტის ინსტიტუტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "ხმელთაშუა ზღვის მენეჯმენტის ინსტიტუტს" (კვიპროსი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის "ერაზმუს+" კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.

"ხმელთაშუა ზღვის მენეჯმენტის ინსტიტუტი" 1976 წელს დაარსდა და ის პირველი ბიზნეს სკოლაა კვიპროსში.

გააზიარე გვერდი: