"ევროპის უნივერსიტეტი" სტუდენტებისთვის IX სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობისთვის აბსტრაქტების მიღებას აცხადებს

20 ივნისს, "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, IX სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი პირი სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საკვლევი თემის შერჩევაში თავისუფალია.

კონფერენციის მიზანია სტუდენტებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2023 წლის 15 ივნისამდე უნდა გამოაგზავნოს თეზისი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: scientific.conferences@eu.edu.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: სტუდენტური კონფერენცია 2023

დეტალური ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმებისა და აბსტრაქტის მოცულობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
scientific.conferences@eu.edu.ge 
596 171 171

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!