პროფესორი ხათუნა კუდავა „ევროპის უნივერსიტეტის“ დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ხათუნა კუდავა „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და ,,კანვენი“ - კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის მიკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი "ევროპის უნივერსიტეტის" დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

1991-1998 წლებში სწავლობდა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი დერმატო-ვენეროლოგიაში. გარდა ამისა, 2018 წელს გაიარა სპეციალური კურსი ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემია-ში (EADV) და მიენიჭა კვალიფიკაცია დერმატოსკოპიაში.

ხათუნა კუდავა ფასილიტატორის, ორგანიზატორისა და მონაწილის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა, სემინარებსა თუ სამეცნიერო აქტივობებში, როგორებიცაა:
• ,,Applications of portfolios for teaching and assessment  of undergraduate medical students” - European University - მონაწილე;

• ,,International School of Dermatooncology and Dermatos” - International dermoscopy Society - მონაწილე;

• ,,Current issues of Dermatology, Dermoscopy, Dermatosurgery, Dermatooncology, Dermatopathology and Photodermatology”- International Conference - მომხსენებელი;

• XII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია ,,ციფრული დერმატოსკოპია - დიაგნოსტიკის საფუძვლები“ - მომხსენებელი;

• საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია - ,,თავის თმიანი არის მიკოზების კლინიკურ-ეტიოლოგიური თავისებურებანი”- მომხსენებელი, სესიის ხელმძღვანელი

მისი ავტორობით არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია პრესტიჟულ ქართულ და უცხოურ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.

გააზიარე გვერდი: