"ევროპის უნივერსიტეტს" და "ნიშის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ევროპის უნივერსიტეტს" და "ნიშის უნივერსიტეტს" (სერბეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
"ნიშის უნივერსიტეტს" ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სერბეთში მეცნიერების, ხელოვნებისა და ცოდნის გაზიარების ცენტრს წარმოადგენს.