"ევროპის უნივერსიტეტს" და "ჩაკოვეცის მეჯიმურიეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "ჩაკოვეცის მეჯიმურიეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ (ხორვატია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტების თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის "ერაზმუს+" კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.

"ჩაკოვეცის მეჯიმურიეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" ხორვატიაში რიგით მეორე პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!