პროფესორი ლარისა მელია „ევროპის უნივერსიტეტის“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი ლარისა მელია მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად.ო.ღუდუშაურის კლინიკის ან-გინეკოლოგი და გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა.

ლარისა მელია ფასილიტატორის, ორგანიზატორისა და მონაწილის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა:

  • თანამედროვე მიდგომები ურგენტული გინეკოლოგიის პრაქტიკაში“ - კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი
  • რეპროდუქტოლოგიური და ქირურგიული გინეკოლოგიის სიახლეები“ - საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაცია
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგ-პერენატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი“ - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
  • დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის საკითხები“ - შიდსის მალარიას და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტი

მან მოხსენება წარადგინა 2016 წელს თემაზე “ვულგარული პემფიგუსი” მაასტრიხში, პერინატალური მედიცინის მე-17-ე კონგრესზე, 2017 წელს დედისა და ნაყოფის მსოფლიო პირველ კონგრესზე, ლონდონში - „ვოლფრამის სინდრომი და წარმატებული ორსულობა“ და თბილისში, ამიერკავკასიის კონგრესზე „დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება სამეანო პრაქტიკაში“.

ლარისა მელიას სახელთან დაკავშირებულია არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია, რომელიც პრესტიჟულ უცხოურ და ადგილობრივ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.

გააზიარე გვერდი:

Hello World!