"ევროპის უნივერსიტეტს" და "ლატვიის კულტურის აკადემიას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "ლატვიის კულტურის აკადემიას" (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტების თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.

"ლატვიის კულტურის აკადემია" 1990 წლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი ხელოვნების დარგში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!