ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორები „ევროპის უნივერსიტეტს“ ეწვივნენ
ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს.
პაულინა გრაჩიკმა, მარტა დროზდოვსკამ, იუსტინა ბაგინსკამ და იზაბელა გრუშკამ ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: „ვოლუნტურიზმი“, „გრინვოშინგი“, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ტურიზმი და ბნელი ტურიზმის ფენომენი.
აღნიშნულმა საკითხებმა აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რამაც ლექციათა ოთხივე სესიის ინტერაქციულ რეჟიმში წარმართვას შეუწყო ხელი. ლექციის ბოლოს ყველა მონაწილე დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტთან „ევროპის უნივერსიტეტი“ არამხოლოდ ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის (KA171), არამედ EMDM პროექტის - ნელი ტურიზმის მენეჯმენტი (STM) ფარგლებშიც თანამშრომლობს.
STM პროექტის ფარგლებში, 18-19 მაისს „ევროპის უნივერსიტეტი“ კონსორციუმის პარტნიორთა ორდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს.