პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე "ევროპის უნივერსიტეტს" ეწვევა

"ევროპის უნივერსიტეტის" და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩე ევროპის უნივერსიტეტს ეწვევა და 15-19 მაისის პერიოდში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია/სემინარებს გაუძღვება.

ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში პროგრამების და კონკრეტულად, ფიზიოლოგიის სწავლების განვითარების კუთხით.

პროფესორი ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს ვიზიტი მნიშვნელოვანია "ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და პროფესორთა შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!