ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 22 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) GPA > 2.5.

ბ) სწავლის საფეხური - დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი .

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge , 2023 წლის 16 მაისის 22:00 საათამდე.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.

სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 18 მაისს,  შედეგები კი 2023 წლის 19 მაისს  გამოქვეყნდება.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატები გაიცემა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!