"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის ერაზმუს+ მობილობის პროგრამის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია
პოლონეთის, ავსტრიის და ლატვიის უნივერსიტეტებში ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტების შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ოთხი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
"ევროპის უნივერსიტეტის“ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნატა ლურსმანაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ავსტრია) ისწავლის.
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები - გიორგი ბერულავა და კახა ფუტკარაძე დაუგავპილსის უნივერსიტეტში (ლატვია) გაემგზავრებიან.
ტურიზმის პროგრამის სტუდენტი საბა ჯანიაშვილი კი 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს პოლონეთში, კერძოდ, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში გაატარებს.
აღნიშნული სტუდენტები ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რაც უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ერაზმუს+ სრულად დაფინანსებული მობილობით "ევროპის უნივერსიტეტის" ჯამში რვა სტუდენტი ისარგებლებს.