სტუდენტური ინიციატივების კონკურსის შედეგები ცნობილია

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური ინიციატივების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის კომისიამ მიღებული განაცხადები განიხილა და გამარჯვებულები გამოავლინა.

სტუდენტური პროექტის განაცხადების თემატიკა: ინოვაციური, სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებითი.

დაფინანსებული სტუდენტური პროექტის რაოდენობა: 2
სტუდენტური პროექტის ბიუჯეტი: 4000 ლარი

გაგაცნობთ დაფინანსებულ პროექტებს: 

1. "დეპრესია და მისი გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე "ევროპის უნივერსიტეტში“ 

პროექტის ავტორი: ელვინ თურეი

პროექტის მიზანი: კვლევა მიზნად ისახავს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შორის დეპრესიის გავრცელების შეფასებას და შესაძლო კავშირის მოძებნას დეპრესიასა და აკადემიურ მოსწრებას შორის. წარმოდგენილი კვლევა უკეთ გასაგებს გახდის მძიმე დეპრესიის სიმპტომებს და აჩვენებს აკადემიური მოსწრების გავლენას "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებში. აღნიშნული კვლევა აყალიბებს და ახორციელებს იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს მძიმე დეპრესიის მდგომარეობიდან თავის დაღწევაში და მის სიმპტომებთან გამკლავებაში.

კომისიის შეფასება

 

 

 

 

 

 

 

2. "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?" 

პროექტის ავტორები: მარი კოჭლამაზაშვილი, ნია ჯიშკარიანი, ნუცა ყურაშვილი, ნია ნუგზარიშვილი, საბა სანიკიძე, გიორგი ზუმბაძე, თინა ყაველაშვილი, სალომე გვარლიანი, ანი როსტიაშვილი, ნინო მანჯავიძე, ელენე ტალახაძე, ლიზი კენჭოშვილი, რუსუდან ხარატიშვილი;

პროექტის მიზანი: სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის, "ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამის, ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველებთან ლოიალური დამოკიდებულების შესახებ ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის ამაღლება.

კომისიის შეფასება

 

 

 

 

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!