"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლი ფორუმ-ფესტივალ "ტერფსიქორეზე" წარდგა

"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა სტუდენტურ-ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალ "ტერფსიქორეზე" მიიღო მონაწილეობა.

ანსამბლის ქორეოგრაფია პაატა ხურცილავა.

ფესტივალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საუნივერსიტეტო ფორუმ-ფესტივალში საქართველოში აკრედიტებული 7 უნივერსიტეტის და თურქეთის კაფკას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალი ქალაქ თბილისში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე, 28 და 29 აპრილს გაიმართა.

ფესტივალს "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი,  ნინო ტალიაშვილი, დაესწრო. 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ქორეოგრაფიაში.

ფესტივალის ავტორი და ხელმძღვანელია ანანო სამსონაძე, ფესტივალის თანაორგანიზატორი - National Dance Federation ეროვნული ცეკვების ფედერაცია (ფედერაციის პრეზიდენტი ნინო დარახველიძე).

გააზიარე გვერდი:

Hello World!