"ევროპის უნივერსიტეტმა" "რადიქსის" მეთორმეტე თბილისის საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

თბილისში სამეცნიერო კვლევით ცენტრ "რადიქსის" მეთორმეტე თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა, რომელიც მედიცინის მომიჯნავე სფეროებსაც მოიცავდა. 

კონფერენციაში, რომელიც Pullman Tbilisi Axis Towers-ში ჩატარდა, "ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტმა მიიღო მონაწილეობა. 

კონგრესს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო სამხარაძე და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ლაშა დოლიძემ ღონისძიებაზე წარადგინა თემა: "პირველი დახმარება გულის გაჩერების და სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (ლექცია და დემონსტრაცია)". 

კონფერენციის ფარგლებში კონგრესზე "ევროპის უნივერსიტეტის“ კუთხე წარმოდგენილი იყო გულის გაჩერების მულაჟით, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ გულ-ფილტვის რეანიმაცია პრაქტიკულად გაეკეთებინათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!