"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს" (ლიეტუვა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.
"ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს" ვილნიუსსა და მინსკში 3,700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ის ერთადერთი ბელარუსული უნივერსიტეტია, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მუშაობს.