"ევროპის უნივერსიტეტში" ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ავსტრიის, ლატვიის და პოლონეთის მიმათულებით საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ, ამასთან, ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას.
 
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ავსტრია
სამიზნე აუდიტორია: მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WXWLdKNQcJAQie917  
  
დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია

სამიზნე აუდიტორია: ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/GNS4aV1gusCY7jRb8 
 
ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/rUi8DdYpA67HCXaW9 
 
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებით და "ევროპის უნივერსიტეტის" "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
 
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ოთხშაბათი, 3 მაისი, 12:00 სთ)

NotaBene:

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. 

წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე -  (პარასკევი, 5 მაისი, 12:00 სთ)
 
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
 
გასაუბრების შეფასების ელემენტები:

•    მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;

•    მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;

•    მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
 
კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს სამივე მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 4 სტუდენტს. 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 1 მაისის 18:00 საათისა.
  
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის ვთხოვთ, რომ გაეცნონ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს".

გააზიარე გვერდი:

Hello World!