"ევროპის უნივერსიტეტი" დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობს

"ევროპის უნივერსიტეტი" დუბაის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც 26-28 აპრილს იმართება. 

გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც უნივერსიტეტებს შეუძლიათ პირისპირ შეხვდნენ ადგილობრივ სტუდენტებსა და მშობლებს და მათ საკუთარი პროგრამები შესთავაზონ.

"ევროპის უნივერსიტეტს" გამოფენაზე წარმოადგენენ ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თამარ ზარგინავა, რექტორის მრჩეველი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო პატარაია.

"ევროპის უნივერსიტეტის" საგამოფენო სტენდს უკვე ბევრი ადგილობრივი სტუდენტი, მშობელი და დაინტერესებული პირი სტუმრობს და უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის პროგრამების შესახებ ინფორმაციას ეცნობა. 

სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურმა ბაზამ, საუნივერსიტეტო ჯო ენის ჰოსპიტალმა, თანამედროვე საერთო საცხოვრებელმა და "ევროპის უნივერსიტეტის" აღიარებამ ევროკავშირსა და ინგლისურენოვან ქვეყნებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სხვ.), რაც  რეზიდენტურისა და დასაქმების მიმართულებით, კურსდამთავრებულებს ფართო შესაძლებლობებს უხსნის. 

უნივერსიტეტს სტენდს სტუმრობდა გამოფენის საპატიო სტუმარი, გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!