"ევროპის უნივერსიტეტს" და "MFR-ის რეგიონალურ ფედერაციას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "MFR-ის რეგიონალურ ფედერაციას" (საფრანგეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ვეტერინარიის მიმართულებით ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ MFR-ის რეგიონულმა ფედერაციამ გამოთქვა მზადყოფნა, "ევროპის უნივერსიტეტის" სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პრაქტიკის გავლის მიზნით უმასპინძლოს.

გააზიარე გვერდი: