"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის პოსტერების კონკურსი თემაზე "პლაგიატის პრევენცია" გამოცხადდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე "პლაგიატის პრევენცია“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია "ევროპის უნივერსიტეტის“ ნებისმიერი კურსის და მიმართულების სტუდენტს.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა.

პოსტერი შესაძლებელია შესრულდეს თეთრი თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების/ფანქრების/აკრილის გამოყენებით ან პროგრამა Adobe Illustrator-ში.

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის შემთხვევაში პოსტერი მოიხსნება კონკურსიდან).

პოსტერის ფორმატი: A3 (PDF)

ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

გამარჯვებულები (I, II და III ადგილის მფლობელები) დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 5 მაისი.

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: science.center@eu.edu.ge (Subject-ში მიუთითეთ პოსტერების კონკურსი - თქვენი სახელი და გვარი).

გააზიარე გვერდი:

Hello World!