"ევროპის უნივერსიტეტს" ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეწვია

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტს" ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის ხელმძღვანელი ტარმო კადაკი ეწვია.

სამუშაო ვიზიტით მყოფმა პროფესორმა კადაკმა შეხვედრები როგორც "ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორთან და ვიცე-რექტორთან, ისე, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთან და აკადემიურ პერსონალთან გამართა.

ამასთან, ტარმო კადაკმა "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე: "ბიზნეს კვლევების გავლენა ქვეყნის განვითარებაზე“. ლექციას თემით დაინტერესებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს "ევროპის უნივერსიტეტსა“ და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც აკადემიური კოლაბორაციების, ისე საერთაშორისო მობილობის მიმართულებით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!