18 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია „შრომის უსაფრთხოება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ გაიმართება

18 აპრილს, 14:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლებრივი დახმარების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „შრომის უსაფრთხოება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ გაიმართება.

საჯარო ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „ჯეო სეიფთის“ ტექნიკური დირექტორი, ირაკლი არაბიძე, გაუძღვება.

საჯარო ლექცია დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით გაიმართება. დამსწრეებს ექნებათ ინტერაქციის შესაძლებლობა.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/43xilcT

გააზიარე გვერდი:

Hello World!