19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

19 აპრილს, 15:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლებრივი დახმარების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში“ გაიმართება.

საჯარო ლექციას "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გაუძღვება. 

საჯარო ლექცია დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით გაიმართება. დამსწრეებს ექნებათ ინტერაქციის შესაძლებლობა.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3zRRdaT

რეგისტრირებული პირები ლექციაზე დასასწრებად მიიღებენ ზუმის ბმულს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!