"ევროპის უნივერსიტეტის" ცეკვის ანსამბლმა საგაზაფხულო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა 9 აპრილს საქართველოს ეროვნული ფილარმონიის მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 

ფესტივალი პროფკავშირის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ანსამბლი მაყურებლის წინაშე რამდენიმე ცეკვით წარსდგა. 

ფესტივალის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ, "ევროპის უნივერსიტეტის“ ანსამბლს კი თასი და მედლები გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!