"ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ინფორმატიკის საბაკალავრო, ფსიქოლოგიის საბაკალავრო, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა.

"ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა თქვენივე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში. ეს არის ერთგვარი ვაკანტური პოზიცია, სადაც შეძლებთ პირადად განვითარდეთ და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

კომიტეტში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 12 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge 

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა, მიუთითოს შემდეგი ტექსტი: "(შესაბამისი პროგრამის) საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“.

დამატებითი ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების და კონკურსის დეტალების შესახებ იხილეთ დანართ #1-ში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!