„ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის I სამეცნიერო სესია გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტის“ ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ორგანიზებით, ,,ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში I სამეცნიერო სესია გაიმართა. სესია მიეძღვნა გამოჩენილ არქეოლოგსა და პედაგოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლისთავს.

სესიაზე არქეოლოგებმა საველე კვლევა-ძიების ანგარიშები წარადგინეს. მათ შორის იყვნენ:

ა. ნონეშვილი - ნიჩბისისხევის, ადგილ ოხერახევის ელინისტური ხანის სამაროვნის გათხრების საველე ანგარიში. 
გ. მწყერაძე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისთან მდებარე ,,ბერების საყდარზე“ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები.
ლ. ბითაძე - ,,ბერების საყდარზე“ მოპოვებული ოსტეოლოგიური მასალის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები. 
ე. ყვავაძე - სოფელ ყვიბისში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ ,,ბერების საყდარზე“ აღებული ორგანული ნაშთების პალინოლოგიური კვლევა. 
ნ. პაჭიკაშვილი - რუსთავის ციხე-სიმაგრეზე 2022 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები. 
ნ. ფოფორაძე - კოლხეთის რკინის მეტალურგიის თავისებურებები. 
ვ. ლიჩელი - სიახლეები გრაკლიანი გორიდან. 
კ. ფიცხელაური, კ. ფიცხელაური - ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა დიდი შირაქის ველზე. 
ვ. სადრაძე, მ. ძნელაძე, გ. კვირკველია - არქეოლოგიური კვლევები ვაშნარის ნაქალაქარზე. 
მ. ძნელაძე, ვ. სადრაძე, ე. ღლიღვაშვილი - თბილისის ზღუდე-გალავნის არქეოლოგიური შესწავლისათვის. 
ლ. ჯანიაშვილი - შინამრეწველობა ლაფანყურში მცხოვრებ ფშაველებში (2022 წლის საველე-ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით).

გააზიარე გვერდი:

Hello World!