"ევროპის უნივერსიტეტს" და "იეს ლა ენკანტას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტს" და "იეს ლა ენკანტას" (ესპანეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტების თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.

"იეს ლა ენკანტა" ესპანეთში "ევროპის უნივერსიტეტის" რიგით მესამე პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!