"ევროპის უნივერსიტეტსა" და "პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "პროფესიული კვლევების კოლეჯს - პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS" (სერბეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.

"პროფესიული კვლევების კოლეჯი - პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი ICEPS"  "ევროპის უნივერსიტეტისთვის" სერბეთში რიგით პირველი პარტნიორია.

გააზიარე გვერდი: