"ევროპის უნივერსიტეტი" ბაქოში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზეა წარმოდგენილი

"ევროპის უნივერსიტეტი" საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე IEF 2023 (International Education Fair 2023) არის წარმოდგენილი.

გამოფენა ყაზახეთის შემდეგ ბაქოში გრძელდება და მას სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრება.

გამოფენაზე საქართველოში განათლების მიღების მსურველი აბიტურიენტები უნივერსიტეტის პროგრამებს პირადად ეცნობიან და განაცხადს ადგილზე აკეთებენ.

"ევროპის უნივერსიტეტის" დელეგაცია ბაქოში ვიცე-რექტორის თამარ ზარგინავას ხელმძღვანელობით იმყოფება.

ამ დროისთვის “ევროპის უნივერსიტეტს” უკვე ასზე მეტმა აბიტურიენტმა მიმართა. ძირითადად ინტერესს მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულება წარმოადგენს.

გამოფენა ასევე წარმოდგენილი იყო ყაზახეთის ორ ქალაქში, სადაც საქართველოში განათლების მიღების მსურველი ყაზახეთის მოქალაქეები უნივერსიტეტის პროგრამებს პირადად გაეცნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!