"ევროპის უნივერსიტეტსა" და სტამბოლის გალათას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და  სტამბოლის გალათას უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.

სტამბოლის გალათას უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობა 2020 წელს დაიწყო. უნივერსიტეტი სტუდენტებს 21 საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: სტომატოლოგიის ფაკულტეტი, ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი და პროფესიული სასწავლებელი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!