"ევროპის უნივერსიტეტი" ყაზახეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზეა წარმოდგენილი

"ევროპის უნივერსიტეტი" საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე IEF 2023 (International Education Fair 2023) არის წარმოდგენილი. 

გამოფენა ყაზახეთის ორ ქალაქს და ბაქოს მოიცავს და მას სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოფენაზე საქართველოში განათლების მიღების მსურველი ყაზახეთის მოქალაქეები უნივერსიტეტის პროგრამებს პირადად ეცნობიან და განაცხადებას აკეთებენ.

"ევროპის უნივერსიტეტის" დელეგაცია ყაზახეთში ვიცე-რექტორის თამარ ზარგინავას ხელმძღვანელობით იმყოფება.

ამ დროისთვის “ევროპის უნივერსიტეტს” უკვე ასზე მეტმა აბიტურიენტმა მიმართა. ძირითადად ინტერესს მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულება წარმოადგენს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!