ვეტერინარიის ვორკშოპები აბიტურიენტებისთვის

18, 25 მარტს და 1, 8, 22 აპრილს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე.

შეხვედრის ფარგლებში სპეციალურად თქვენთვის დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • უნივერსიტეტის გაცნობითი ტური
  • ვეტერინარიის პროგრამის პრეზენტაცია
  • საჩვენებელი ლექცია ცხოველთა ანატომიაში
  • მულაჟების გამოყენებით კვლევისა და დიაგნოსტირების, ცხოველის პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდების სიმულაცია აბიტურიენტების ჩართულობით

ღია კარის დღეს პროგრამის ხელმძღვანელები - ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებებელი მაია კერესელიძე და პროფესორი, ნინო მილაშვილი - გაუძღვებიან.

ვეტერინარიის ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3JxdNv2

ვორკშოპები ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში (მის.: გურამიშვილის გამზირი #76).

გააზიარე გვერდი:

Hello World!