"ევროპის უნივერსიტეტის" ინიციატივით, ინფორმატიკაში მოსწავლეთა ოლიმპიადა ჩატარდა


12 მარტს "ევროპის უნივერსიტეტის" ინიციატივით, ინფორმატიკაში მოსწავლეთა ოლიმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიადა ერთროულად თბილისში (ევროპის უნივერსიტეტი), ქუთაისში (ქუთაისის უნივერსიტეტი)  და უკრაინაში (უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი) გაიმართა და მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ოლიმპიადა ქართულ და უკრაინულ ენებზე წარიმართა და განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს დაპროგრამების საფუძვლებს და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია რეალურ დროში, კომპიუტერის გამოყენების გარეშე, სათანადო ალგორითმის მიგნებით.

კონკურსის პირველადი შედეგები 15 მარტს გამოქვეყნდება და მონაწილეებს აპელაციის შესაძლებლობა ექნებათ. ოლიმპიადაში გამოყენებული ამოცანების ამოხსნა შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში. 

საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით 17 მარტს გამოქვეყნდება, 21 მარტს კი ოლიმპიადის დახურვა და მონაწილეების დაჯილდოება გაიმართება.

ოლიმპიადა პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის, კომპანია სოფტგენის, ქუთაისის უნივერსიტეტის, უჟგორიდის (უკრაინა) ეროვნული უნივერსიტეტის და "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით გაიმართა.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!