„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული მასტერკლასი გაიმართა

1 მარტს, 16:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტური კლუბების სივრცეში სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული მასტერკლასი  გაიმართა. მასტერკლასს „ევროპის უნივერსიტეტის“ პარტნიორი კომპანიის, HRM სააგენტო Hiro-ს ხელმძღვანელი და წამყვანი HR სპეციალისტები, გაუძღვნენ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები:

  • როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები კარიერაში;
  • რა არის საჭირო რომ ვიყოთ სასურველი კანდიდატი;
  • როგორ შევადგინოთ რეზიუმე;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ გასაუბრების დროს;
  • რომელი არხების საშუალებით უნდა ვეძებოთ სამსახური;
  • როგორ ავარჩიოთ სწორი კომპანია და დამსაქმებელი.

დასკვნით ნაწილში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, დაესვათ კითხვები, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელმა და წამყვანმა HR სპეციალისტებმა უპასუხეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!