ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 7-დან  21 მარტის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) GPA > 3.

ბ) სწავლის საფეხური - "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge, 2023 წლის 5 მარტის 22:00 საათამდე.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.

სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 6 მარტს, 7 მარტს კი შედეგები გამოქვეყნდება.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატები გაიცემა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!